გასულ კვირას, ტომ კრუზმა გარდაცვლილი მეგობრის, ველ კილმერის ხსოვნას CinemaCon-ის ფესტივალზე პატივი მიაგო, ის სცენაზე საგანგებოდ ავიდა და საოცრად ემოციური სიტყვა წარმოთქვა.
ტომ კრუზმა ველ კილმერზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა
აღსანიშნავია, რომ 62 წლის მსახიობის ახალმა გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ის ამ დღეს საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მისი ფოტოების გავრცელების შემდეგ მედიაში მითქმა-მოთქმა არ წყდება, ყველას აინტერესებს, თუ რა პროცედურა ჩაიტარა „შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავმა, რის შედეგადაც 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება.
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა პლასტიკური ქირურგის განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
„ის წონაშია დაკლებული საგრძნობლად, მას სახეზე რაიმე ოპერაცია არ გაუკეთებია. ჩემი აზრით, მან უბრალოდ მიკროდერმაბრაზია (კანის ზედაპირული პილინგი, ალმასის კრისტალებიანი ზედაპირით) ჩაიტარა, ეს არის უმარტივესი პროცედურა, რომელსაც საოცარი შედეგი აქვს“.
ცნობისთვის, გასულ წელს ტომ კრუზი ფილერების გამოყენებაში ამხილეს, ამის მიზეზი მისი თვალში საცემად შეშუპებული სახე გახდა.
ანა დე არმასით შეპყრობილი ტომ კრუზი თმის მელირებას იკეთებს და კუნთებს იყენებს
„სახეს რა გაუკეთე?“ – მედიაში 62 წლის ტომ კრუზის შეცვლილ სახეს განიხილავენ



