პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სოციალურ ქსელში საინტერესოდ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისთან დაკავშირებით მათ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების, ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის, ავთანდილისა და თინათინის პერსონალური მონაცემების ანკეტა შეავსეს. ოთხივე ანკეტა მათი „ფეისბუქის“ გვერდზე დევს შემდეგი ტექსტით:
„რა ქონებას ფლობს ნესტან-დარეჯანი, რა ასაკის არის ავთანდილი, როგორია თინათინის ოჯახური მდგომარეობა და ტარიელის relationship status? – როგორც აღმოჩნდა ვეფხისტყაოსნიდან მისი პერსონაჟების პერსონალური მონაცემების შესახებ საკმაოდ ბევრის გაგებაა შესაძლებელი!
ნახეთ მთავარი გმირების მოკლე დოსიეები და დაგვეხმარეთ მათ შევსებაში
და, რა თქმა უნდა, ჩაერთეთ კონკურსში #რასაცაიცავშენია!“