LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეცდომას უშვებენ ანაფილაქსიური შოკის დროს ექიმები და რატომ არაა რეკომენდებული სუპრასტინი – კულუმბეგოვის განმარტება

8793
ბიძინა 44

კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ 15 მარტიდან ახალი ნაბიჯი გადადგა. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. სამწუხაროდ ახალციხეში 27 წლის მედდა ვაქცინაციის შედეგად განვითარებული ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.

როგორია ანაფილაქსიური შოკის დროს მოქმედების პროტოკოლი, ამის შესახებ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

„მედიკამენტები, მწერის ნაკბენი, საკვები და ლატექსი-  ეს 4 კომპონენტია, რომელიც  ანაფილაქსიის მიზეზი ხდება. ანაფილაქსია  ხშირად არაპროგნოზირებადია, ანუ წინასწარ მისი გამოცნობა, ან რაიმე მარკერითა, ან ანალიზით განსაზღვრა, ამ ადამიანს დაემართება თუ არა არ არსებობს.

შეუძლოდ, რომ გახდა მაშინვე ადრენალინის ნემსი გავუკეთეთ: ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა

27 წლის ექთნის გარდაცვალების შემდეგ ექიმი, რომელმაც მას "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთა პირველ კომენტარს აკეთებს.

თუ ადამიანს აქვს ბრონქული ასთმა და ის არ არის ბოლომდე ნამკურნალები, ანუ კარგად მართული და ვთქვათ ნაკლებ ყურადღებას აქცევს, თუ მას განუვითარდება ანაფილაქსია, ასეთ ადამიანს მაღალი რისკი აქვს, რომ ის ძალიან მძიმედ განვითარდება, რადგან სუსტი წერტილი უკვე აქვს. შესაბამისად, როცა ჩვენ ანაფილაქსიაზე ვსაუბრობთ, ცალსახად ვამბობთ, რომ ეს არის არაპროგნოზირებადი ალერგიული რეაქცია და მისი წინასწარმეტყველება ვერ ხერხდება.

რაც კი მსოფლიოში ანაფილაქსია მოხდა, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით, 90 პროცენტი პირველ 30 წუთში განვითარდა, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში არის პროტოკოლი, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს ჰქონდა ალერგიული ანამნეზი თუ არა, ანუ წინასწარ კითხვარში მიუთითა თუ არა რაიმე პრობლემის შესახებ, როცა გაიკეთებს ვაქცინას ყველა 30 წუთის განმავლობაში მოსაცდელ დარბაზში ჯდება.

ამის შემდეგ ადამიანს ძირითადად კანის რეაქცია ეწყება, ანუ გრძნობს სიმხურვალეს, წვისა და ქავილის განცდა აქვს და იწყება ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, ადამიანი ხშირად არის აფორიაქებული, ადგილს ვერ პოულობს.

ანაფილაქსია არის, როცა ამ ყველაფერს კიდევ დაემატება ან სუნთქვის გაძნელება, ან პულსის გახშირება და წნევის დაქვეითება, მინიმუმ 30 პროცენტი, რასაც მე ვატარებ და კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა: გულისრევა, ღებინება და მუცლის ძლიერი ტკივილი, ანუ თუ არის კანის რეაქცია და რომელიმე ეს 1 ნიშანი: გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, ან კუჭ-ნაწლავი მაშინ ვამბობთ მხოლოდ, რომ ეს არის ანაფილაქსია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე განცხადებით, ანაფილაქსიური შოკის დროს ადრენალინი ამცირებს გამონაყარს, აფართოებს სასუნთქ სისტემას და წნევას ზემოთ წევს და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის საფრთხეს.

„რატომღაც, ჩვენს ქვეყანაში ჰგონიათ, რომ დექსომეტაზონი არჩევის პრეპარატია. არა, არჩევის პრეპარატია ადრენალინი. ყველაფერი დანარჩენი მეორე რიგის პრეპარატია.

ასეთ სიტუაციაში, ე.წ. ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა სუპრასტინი ან დიმედროლი არანაირად არაა რეკომენდებული, რადგან, შეიძლება, მათ წნევის დაქვეითება, პირიქით, უფრო გააღრმავონ.

ეს ხშირი სამედიცინო შეცდომაა. ამ დროს აუცილებელია, სწორად შეირჩეს პოზა.

ადამიანი აუცილებლად უნდა დაწვეს იატაკზე, კიდურები, გულთან მიმართებით, ცოტა ზემოთ უნდა იყოს აწეული და სამედიცინო ჯგუფმა, აუცილებლად სწრაფად, ვენური სისტემის კათეტერიზაცია უნდა დაიწყოს, რათა სითხის შევსება მოხდეს, რასაც გადასხმას ვუწოდებთ.

ასევე, აუცილებელია, დარბაზში იყოს ჟანგბადის მიწოდების წყარო. თუ ეს ყველაფერი საათივით, სწორად დათქმულად წავა, მდგომარეობა გაუმჯობესდება. დღეს, მსოფლიოში, არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ანაფილაქსიითკორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ. ჩვენი შემთხვევა გამონაკლისია“ – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

მისივე განცხადებით, ადრენალინის დოზას განსაზღვრავს ადამიანის წონა და არა ასაკი.

ამავე თემაზე:

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

“ცოლი მომიკალით” – გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომელს დაუპირისპირდა

ვიდეო: მშობელი მამა მივედი, მაჩვენეთ მკვდარია თუ ცოცხალია მეთქი, ისიც არ მაჩვენეს… ეჭვი მაქვს მეგი გარდაცვლილი იყო: ვეფხია ბაქრაძე

წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა, ვადგენთ, რატომ მიიღო მედიკამენტი – მეგი ბაქრაძის ახლობელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g