LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ ინდურ შტამს – ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტება

1215
befunky-collage-5-2020-10-31-12-26-39-478697-2020-12-07-08-24-01-051120

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რომ ე.წ ინდურ შტამს სხვა შტამებისგან განსხვავებული სიმპტომები არ ახასიათებს. ამის შესახებ მან “ფორტუნას” განუცხადა.

მისი განმარტებით, აგრესიული მიმდინარეობა, გართულებები და სიკვდილიანობა ე.წ ინდურ შტამს არ ახასიათებს, თუმცა ის უფრო სწრაფად ვრცელდება.

ინდური შტამის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ვაქცინა “ფაიზერია”

“ინდურ შტამთან მიმართებაში განსაკუთრებული და განსხვავებული რეკომენდაციები არ არსებობს, სიფრთხილის ზომები იგივეა. უნდა დავიცვათ რეგულაციები ზედმიწევნით და სახელმწიფოს მხრიდანაც რეკომენდაციების აღსრულებაზე მეტი კონტროლის მექანიზმებია საჭირო. განსხვავებული სიმპტომები კლინიკურ ნიშნებში და გართულებებში ინდურ შტამს არ ახასიათებს”,-განაცხადა ბუწაშვილმა.

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა: ამირან გამყრელიძე

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ინდური შტამის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 3 უცხოელი, რომლებმაც საქართველო უკვე დატოვეს, 2 კი ქართველი, რომლებიც იზოლირებულები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g