LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომებით ხასიათდება საშარდე გზების ინფექციები და როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან – ალექსანდრე ხელაია გადაცემაში „პულსი“

463
ალექსანდრე-ხელაია

რადიო„ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ უროლოგი ალექსანდრე ხელაია სტუმრობდა, რომელმაც საშარდე გზების ინფექციებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.

– ბატონო ალექსანდრე, კონკრეტულად რას წარმოადგენენ საშარდე გზების ინფექციები და როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან?

– საშარდე გზების ინფექცია – ყველაზე ხშირი ბაქტერიული ინფექცია, რომლის თავიდან აცილება, მხოლოდ ინფორმირებულობის შემთხვევაშია შესაძლებელი. სამწუხაროდ, ინფექციებით ქალბატონები უფრო ხშირად იტანჯებიან, ვიდრე მამაკაცები. თუმცა, ქალბატონების ნაწილი მარტივად უმკლავდება პრობლემას, ნაწილს კი, პირიქით, მთელი ცხოვრება უწევს ინფექციასთან ბრძოლა, რადგან ყოველი განკურნების შემდეგ თავიდან ინფიცირდება. აღსანიშნავია, რომ დაავადება ორი მიზეზით მეორდება, ან ქალბატონია გენეტიკურად მიდრეკილი დაავადებისკენ, ან ბაქტერია აქვს ორგანიზმში, რომელიც ვერაფრით გამოდევნა. რა თქმა უნდა, დაავადების მიზეზების დასადგენად და სამკურნალოდ შესაბამისი ცოდნაა საჭირო, რათა ერთი ორგანოს მკურნალობისას, მეორე არა აზარალო. ამასთანავე, თავად პაციენტის განწყობაა მნიშვნელოვანი, რომელმაც მშვიდად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე უნდა მიიღოს დაავადება და ისწავლოს მისი მართვა. ხშირია, შემთხვევები, როცა პაციენტი “თვითშემოქმედებას” მიმართავს, ან ნაცნობების რჩევით იწყებს მკურნალობას და განკურნების ნაცვლად უფრო იმძიმებს მდგომარეობას.  

– ადრე ინფორმაციის დეფიციტ იყო, ახლა კი, პირიქით, მოჭარბებული ინფორმაციის ფონზე ადამიანებს ხშირად ძალიან უჭირთ ორიენტირება?

– ინფორმაციაც ორგვარია – სამეცნიერო, რომლითაც მედიკოსი ინტერესდება და ცდილობს მეტი ცოდნის შეძენას და ე.წ. საყოფაცხოვრებო, რომლითაც ხშირად სარგებლობენ პაციენტები, თუმცა მხოლოდ საკუთარი თავის საზიანოდ.

– რა სიმპტომებით ხასიათდება საშარდე გზების ინფექციები?

– პირველ რიგში, არ შეიძლება ყველა ინფექციის ცისტიტისთვის მიკუთვნება. ინფექციის პირველი სიმპტომი – შარდია სპეციფიკური სუნით, რასაც მოგვიანებით ტკივილი შარდის ბუშტის არეში, ხშირი შარდვა და შარდვის დროს დისკომფორტი ემატება. აღსანიშნავია, რომ თითქმის ანალოგიური სიმპტომებით ხასიათდება ცისტიტიც, თუმცა მუდმივი ხასიათისაა და შარდში არარსებული ბაქტერიების ფონზე მიმდინარეობს, რომელთა განმეორებითი რეციდივები ჯერ შარდის ბუშტის ლორწოვანას აზიანებენ და შარდის ბუშტის ტკივილს იწვევენ, მერე ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე აღწევენ და ხშირად დეპრესიის მიზეზი ხდებიან.

– ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების დროს მეტწილად ანტიბიოტიკები ინიშნება, როგორია საშარდე გზების ინფექციების მკურნალობის კურსი?

–  სამწუხაროდ ქალბატონების სულ მცირე 30% განმეორებით ინფიცირდება, თუმცა მედიკოსებმა ჯერ ვერ დაადგინეს ყოველი რეციდივი ერთი და იმავე შტამისაა თუ განსხვავებული, რადგან ამგვარი კვლევის ჩატარება ძალიან ძვირადღირებული პროცედურაა. ინფიცირების მიზეზი მეტწილად ნაწლავის ჩხირია, რომელიც უროპათოგენური ხდება, ნაწლავში აღარ სურს „ცხოვრება“ და ჯერ საშოს ფლორაზე გადმოდის, მერე საშარდე გზებში ვრცელდება. უროსელექტიური ანტიბიოტიკის გამოყენებით მხოლოდ შარდის ბუშტში არსებული ბაქტერიების „მოკვლა“ შეიძლება, თუმცა ინფექცია ნაწლავიდან ვრცელდება და სწორედ მასთანაა საჭირო ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში მეტწილად ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები ინიშნება, თუმცა ისინი როგორც ნაწლავის, ისე საშოს ფლორას აზიანებენ, ამიტომ საჭიროა კეთილ ბაქტერიებზე ზრუნვა, რომლებიც აღდგენაში დაეხმარებიან ნაწლავის დაზიანებულ ფლორას. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი ენტეროლია, რადგან მის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ენტერელის მიღება ანტიბიოტიკების კურსის დასრულების შემდეგაც საჭიროა ფლორის სულ მცირე 90%-ით აღდგენამდე, რათა პაციენტი დაცული იყოს პათოგენური ბაქტერიების განმეორებითი „შემოსევისგან“.

– რამდენად შესაძლებელია დაავადების სრულად განკურნება?

– თუ პაციენტს ბევრჯერ ჰქონდა საშარდე გზების რეციდივი, რაც მუდმივად ბაქტერიის არსებობით სრულდებოდა, მაშინ მას განსხვავებული მეთოდით მკურნალობა სჭირდება, რადგან ბაქტერია მის ორგანიზმში, ნაწლავსა და საშოშია, საიმედოდ იმალება და გამოჩენის ხელსაყრელ მომენტს ეძებს. ასეთ ბაქტერიას ვერცერთი ანტიბიოტიკი ვერ ამარცხებს, რადგან მხოლოდ შარდში და ლორწოვან ზედაპირზე მოქმედებს, ამიტომ საჭიროა ნაწლავის და საშოს ფლორის შეცვლა, რისი საუკეთესო საშუალება ჰიდროკოლონოთერაპიაა. ბევრად რთული, თუმცა ეფექტურია ნაწლავის მიკრობიოტის ტრანსპლანტაცია, რადგან საგრძნობლად მცირდება საშარდე გზების ინფექციები.

– როგორ შეიძლება მსგავსი ინფექციებისგან თავი დაცვა?

– რა თქმა უნდა, სასარგებლოა ბევრი სითხის მიღება, მაგრამ თუ პრობლემა ნაწლავიდან იწყება, მაშინ სწორი და ჯანსაღი კვებაც აუცილებელია, რომელიც კეთილ ბაქტერიებს გაამრავლებს. სხვათა შორის, ვეგანებს, ყოველთვის იშვიათად აქვთ მსგავსი პრობლემები, რადგან მხოლოდ სასარგებლო მცენარეულ საკვებს მიირთმევენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა და სექსუალური ცხოვრების მოწესრიგება.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g