LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც მინისტრთა კაბინეტში ხდება, უბრალოდ იმიტაციაა, თითქოს ცვლილებები მიმდინარეობს…: ნათია მეზვრიშვილი

115
ნათია მეზვრიშვილი

„რაც მინისტრთა კაბინეტში ხდება, უბრალოდ იმიტაციაა, თითქოს ცვლილებები მიმდინარეობს და ხვალიდან რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება“,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არა არის ღარიბაშვილი ის ადამიანი, რომელსაც ყოფნის შესაბამისი კომპეტენცია და გამბედაობა იმისა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებები, მიიღოს.

მეზვრიშვილის განმარტებით, გვაქვს რეალობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე ჯერ კიდევ მაღალია.

„ეს არ არის მხოლოდ ღარიბაშვილისთვის დამახასიათებელი, ეს ძალიან ბევრ ადამიანს ახასიათებს „ოცნებაში“, რაც არ ახასიათებდა მაგალითად, გახარიას და ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს – რაღაც ფობიები და ადამიანების შერჩევა ნდობასთან დაკავშირებული კრიტერიუმებით და არა პროფესიონალიზმის. ის, რაც ახლა მინისტრთა კაბინეტში ხდება, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ იმიტაცია თითქოს და ცვლილებების. ისეთივე იმიტაცია, როგორც მაგალითად სასამართლო რეფორმის მიმართულებით, თითქოს და რეფორმის გაგრძელების იმიტაცია, პარლამენტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამჯერ შეცვლილი თავმჯდომარე. ახსნებს როგორც წესი ვერ ვისმენთ. ამის უკან არ დგას არაფერი, ეს არის შენიღბვა იმის, რომ თითქოს რაღაც პროცესები მთავრობაში მიმდინარეობს, თითქოს რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს და ხვალიდან რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. ამას აქვს ფორმალური დატვირთვა.

არა არის ღარიბაშვილი ის ადამიანი, რომელსაც ყოფნის შესაბამისი კომპეტენცია და გამბედაობა იმისა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებები, მიიღოს. „ოცნებაში“ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გააჩნია – მართვის კომპეტენცია, პრემიერ-მინისტრობის კომპეტენცია, კოვიდის მართვის კომპეტენცია, უწყებათა შორისი საბჭოს ხელმძღვანელობის კომპეტენცია, არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე ჯერ კიდევ მაღალია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

magti 5g