LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე.. ზურგის ქარი მისცეს თავის გაფარჩაკებაში“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

274
ing (1)

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კაბინეტის გახსნას ეხმიანება სოციალურ ქსელში.

იხსნება ჩემი ოფისი, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.. გპირდებით საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ! – მიხეილ სააკაშვილი

„ვინც მიხეილ სააკაშვილის კაბინეტს ხედავთ და ფიქრობთ, რომ ეს არანორმალურია, გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან ნორმალურია!

ნორმალურია იმიტომ, რომ ნებისმიერი, ოდნავ გონიერი და პატიოსანი ადამიანისთვის, ნათელი იყო რომ აქამდე მოვიდოდა ის თვითდესტრუქციული პროცესი, რომელიც რეალურად 2008 წელს თბილისის წაგების შემდეგ დაიწყო, 2012 წელს, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, ძალიან დამძიმდა და დღეს არის აი აქ – ჯოჯოხეთში.

ძაღლის ყბა მქონდა გამობმული და ხან ერთთან მივრბოდი, ხან მეორესთან, ხან მესამესთან – ვყვიროდი, რომ ეს კაცი თავს იღუპავს და საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი!

მე ვხვდებოდი, რომ მიშა რეალობას ასცდა მთლიანად, იმ რეალობას, რომელშიც წააგო, იმიტომ რომ თვითონ ხომ „გამარჯვებებისთვის დაიბადა?“.

რეალობაზე გაბრაზდა, რეალობას აღარ იღებდა და თავის მოგონილ რეალობაში იკეტებოდა – რომ თითქოს ის ზებუნებრივი მოვლენაა, რომ მას ყველა ეთაყვანება და ვინც მას არ ეთაყვანება, ყველა პუტინის აგენტია.

ამ ხალხმა გიჟად, გარიგებულად, მოღალატედ და შურიანად შემრაცხა.

რას ვიზამდი? – ძალა მიშას ჰქონდა და გიჟი იყო, თუ ჯანმრთელი, მასთან დალაგება უნდოდათ, რომ პირადი გამორჩენა მიეღოთ.

ასე მიუშვეს ბოლომდე, უძახეს ძალიან მაგარ ფორმაში ხარ – ჟანრის კანონი ითხოვს შენს გამეფებასო და ზურგის ქარი მისცეს თავის გაფარჩაკებაში.

ცხადია, რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე და არავინ სხვა, მაგრამ ყველას, აი, სულ ყველას დედას გიტირებთ, ვისაც დახმარებას გთხოვდით ამ კაცის გადარჩენაში და თქვენ ვირუსად გამომაცხადეთ. სულ ყველას!“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ვინც მიხეილ სააკაშვილის კაბინეტს ხედავთ და ფიქრობთ, რომ ეს არანორმალურია, გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან ნორმალურია!…

Posted by Tamara Chergoleishvili on ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი, 2023

 

სააკაშვილი: „ჩემი სიცოცხლე გავრისკე, განვიცდი ყოველდღიურ ტანჯვას და დამცირებას იმიტომ, რომ მჯერა, ამ განსაცდელსაც გადავლახავთ“

„ვინც მიშას გზას გაჰყვება, დაამთავრებს, როგორც მიშა“ – მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიგა ბოკერიას შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები