LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იხსნება ჩემი ოფისი, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.. გპირდებით საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ! – მიხეილ სააკაშვილი

158
fot (2)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 11 ოქტომბერს მისი ახალი ოფისი იხსნება.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ოფისს სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ჯაფარიძე: „ქართველი ხალხის 60%-მდე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს, ხალხი პრეზიდენტის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“

„სწორედ დღეს არის ერთიანობისა და მობილიზების დრო, ჩვენი ქვეყანა სულ მალე დადგება დიდი გამოწვევების წინაშე. ამიტომაც, 11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი, რომელსაც ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ლიდერი – სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ოფისი ღიაა ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივრისთვის!

იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ვინც დღემდე დაუღალავად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის.

გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას.

გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ!

თქვენი მიშა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი: რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50-დღიანი შიმშილობის დროს, ეს მარწმუნებს, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს თავისი დატვირთვა და მიზანი ბოლომდეა მისაყვანი

„ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება” – სოფო ჯაფარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g