„იმის მიუხედავად, რომ ვრჩები იმავე აზრზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის მარიონეტია, ჩვენ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა, ისევე როგორც არ უნდა დაგვეშვა პრეზიდენტის უკანონო პატიმრობა“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას.
ამასთან, როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 60% ითხოვს.
„იმის მიუხედავად, რომ ვრჩები იმავე აზრზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის მარიონეტია, ჩვენ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა, ისევე როგორც არ უნდა დაგვეშვა პრეზიდენტის უკანონო პატიმრობა.
ბოლო პერიოდში ვუყურებთ და ვხედავთ საერთაშორისო კვლევების შედეგებს, რომ ქართველი ხალხის 60%-მდე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს. იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ვართ: მუქარის, ზეწოლის, დაშინების – მათი ნება ურყევია.
ასევე, მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, ნუ აღუდგებით ქართველი ხალხის ნებას წინ, რადგან ქართველი ხალხი პრეზიდენტის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს,“ – თქვა სოფო ჯაფარიძემ.
„ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება” – სოფო ჯაფარიძე