LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უფრო მეტ ხანს შიმშილობ, მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღება მიიქციო: იაგო ხვიჩია

102
იაგო ხვიჩია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ უვადო შიმშილობის დაწყებას, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ეხმიანება და აცხადებს, რომ „რაც უფრო მეტ ხანს შიმშილობ, მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღება მიიქციო“. მისივე განმარტებით, სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა უნდა იყოს.

„მგონი, რაც უფრო მეტი ხანი შიმშილობ, მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღება მიიქციო. მიხეილ სააკაშვილს უკვე 50 დღე აქვს ნაშიმშილები. წარმოიდგინეთ, ვიდრე 50 დღე არ გავა, „ქართული ოცნება“ შედარებით მშვიდად იქნება. ამიტომ, ამ ამოცანის შესრულება მარტივი არ იქნება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ამ საქმეში წარმატებას ვუსურვებ. მისი მოთხოვნა უნდა იყოს საზღვარგარეთ მისი გადაყვანა. ამას პირველივე დღიდან ვამბობდი. ის გორის ნაცვლად, საზღვარგარეთ უნდა გადაეყვანათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g