რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი გართულება პროცესების? ღმერთმა ქნას, მეჩვენებოდეს, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა ვითარების არც თუ ისე კეთილსინდისიერად გამოყენებას, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეთავაზებას, შეასრულოს მედიატორის როლი ხელისუფლებასა და დევნილებს შორის.
“აქ მთავარი რაც არის, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, არ არის აუცილებელი კამერებთან კეკლუცობა. […] ღია კარის მტვრევა, ხშირ შემთხვევაში, ემსგავსება, არასწორ მანიპულაციას.
ღმერთმა ქნას, რომ მცდარი იყოს ჩემი ეს ვარაუდი, ან შეხედულება, რომელიც მიყალიბდება, მაგრამ მინდა ყველას მიმართ მოწოდება, მართლა შევწუხდეთ იმ ადამიანების მდგომარეობით, რომელი ადამიანების მდგომარეობაც გვალაპარაკებს ამ წუთას ამ თემაზე.
ეს ნიშნავს, დავსხდეთ, ხელები დავიკაპიწოთ და რეალურად მივიღოთ გადაწყვეტილებები”, — თქვა მან “პალიტრანიუსის” ეთერში.
დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია
დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია