პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებით ქვეყანაში გაცილებით მძიმე პრობლემები არსებობს, რაზეც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მუშაობა არ მიმდინარეობს.
„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რაღაცა სისულელეებს – „ბავშვები უნდა დავიცვათ“. ნახეთ, საქართველოში უსერიოზულესი პრობლემაა ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს არის, პირველიპედოფილია.
არავითარი სახელმწიფო მუშაობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, ცნობიერების ამაღლება, ოჯახებთან მუშაობა და რაც მთავარია, სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრება პედოფილიასთან დაკავშირებით… რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამ მხრივ? არაფერს“. – განაცხადა ანა დოლიძემ ტვ „ფორმულას“ ეთერში.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნების“ გადაწყვეტილებით, მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.