27 ოქტომბერს, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში ლაშას გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:
„რაღაცაზე რომ გადავერთვები, მახსენდებიან და გული მიჩერდება! ნეტა, როდემდე ავარიდებ თავს შენთან მოსვლას“, – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე, იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“
„ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ყველაზე ერთგულო, საიმედო, საუკეთესო ძმაო“ – ბერა ივანიშვილი

