LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ ნოზაძე: „გინდათ ისეთი კითხვა დამისვათ, ამრიოთ, დამრიოთ, არ გამოგივათ რა… აქ მოვედი 2012-ში, ახლაც და როცა არჩევნები იქნება, ყოველთვის მოვალ – საქართველო ირჩევს „ოცნებას“

180
რამაზ ნოზაძე

გუშინ, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე მმართველი გუნდის მხარდამჭერები – ცნობილი სპორტსმენი, რამაზ ნოზაძე და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ხატია სიჭინავაც იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტებმა მათ კითხვა დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხზე და ამ პროცესის შეჩერებაზე დაუსვეს, რაზედაც რამაზ ნოზაძემ უპასუხა, რომ „ამას ვერ გრძნობს“.

დასმულ კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირში წევრობა თქვენი არჩევანი?! – სპოტსმენმა უპასუხა:

ვიდეო: „მე ძალიან დიდი ვარ და ყველა აქციაზე მახსოვს ძალადობა ყველა მთავრობის..არ მგონია „ოცნების“ ხელწერა ძალადობა იყოს…ეს ეტყობა ყველა ხელისუფლების ხელწერაა“ – ხატია სიჭინავა

„ჩემთვის საქართველოა მთავარი და მერე ევროპა და ამერიკა უკვე სხვა… ვერ ვხედავ, რომ პროცესი [დასავლეთთან ინტეგრაციის] გაჩერებულია და ვერც ვგრძნობ. პარტნიორები ხან რას ამბობენ და ხან რას. მე საქართველოსი მჯერავს – საქართველო ირჩევს „ოცნებას“.

ხათუნა ჟორდანია: „პარტნიორები რას გვეუბნებიან, ნაკლებად მაინტერესებს, მე მაინტერესებს რა იქნება სინამდვილეში – ევროკავშირი ერთი და ორი ადამიანი ხომ არ არის?!“

აი, არჩევნები იქნება და გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა ვინ აირჩიოს. თქვენ კიდე რა გინდათ, გინდათ ისეთი კითხვა დამისვათ, რომ ამრიოთ, დამრიოთ, არ გამოგივათ რა… აქ მოვედი ყოველთვის, 2012-შიც, ახლაც მოვედი და როცა არჩევნები იქნება, ყოველთვის მოვალ და გავაკეთებ ჩემს არჩევანს.“ – აღნიშნა რამაზ ნოზაძემ.

„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე

❗ პარტნიორები ხან რას ამბობენ და ხან რას და ვერ ვგრძნობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია 👉 რამაზ ნოზაძე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Wednesday 17 July 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები