LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ათეული ნარკორეალიზატორი იყო შეწყალებული, რაც სერიოზული პრობლემაა – თამარ ჩუგოშვილი

28

რამდენიმე ათეული ნარკორეალიზატორი იყო შეწყალებული, რაც ბუნებრივია, რომ სერიოზული პრობლემაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის ნარკორეალიზატორების მიმართ გამოყენების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში რაიმე სამართლებრივი ჩარევის საფუძველი არ არსებობს, თუმცა პოლიტიკურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„ზოგადად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეწყალებები იყო პრობლემური, ნარკორეალიზატორების შეწყალება რამდენიმე ათეულს აჭარბებდა. ჩვენ პრობლემები გვქონდა არა მხოლოდ ნარკორეალიზატორებთან, არამედ სხვა კატეგორიის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალების ასეულობით ფაქტი იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც პრობლემას წავაწყდეთ. რეაგირების თვალსაზრისით, მე მგონია, რომ თავად პრეზიდენტის ინსტიტუტზე არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რომ გაეცეს პასუხი ამ პრობლემებს. სამართლებრივი ჩარევის საფუძველი, მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე არ არსებობს,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 143 მსჯავრდებული შეიწყალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები