LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამხელა ბედნიერებით აავსე ლაშიკო შენი ამ ჟესტით! მალე აგვეხდინოს ლაშიკოს ოცნება და გვენახოს გამთლიანებული საქართველო“ – ელენე ბასლანძე „რეზო და ბავშვების“ შესრულებაზე, რომელიც ლაშა ბასლანძის ხსოვნას მიუძღვნეს

472
ელენე ბასლანძე

ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ შესრულებას, რომელიც მუსიკოსებმა პროდიუსერ ლაშა ბასლანძის ხსოვნას მიუძღვნეს, ლაშა ბასლანძის ქალიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ვიდეო: „ჩემო ლაშიკო…მადლობა ამ სიყვარულისთვის, აი ამ გულისთვის და მეგობრობისთვის“ – „რეზო და ბავშვებმა“ ლაშა ბასლანძის ხსოვნას შესრულება მიუძღვნეს

ელენე ბასლანძე აღნიშნულ კომპოზიციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

„მალე აგვეხდინოს ლაშიკოს ოცნება და გვენახოს გამთლიანებული საქართველო!

[რეზო ბლიაძე] რეზუზი, კი იცი როგორც გვიყვარხარ მთელს ოჯახს და რამხელა ბედნიერებით აავსე ლაშიკო შენი ამ ჟესტით!“ – წერს ელენე ბასლანძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გასული წლის 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g