LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამოსს ესპანეთის ნაკრებში 100 გამარჯვება დაუგროვდა

39

გუშინ ესპანეთის ეროვნულმა გუნდა ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო მატჩში მაკედონია  მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

„ფურიო როხას“ მცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა სერხიო რამოსმა ეროვნული გუნდის მაისურით მე-100 გამარჯვება მოიპოვა და მან ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ხავის გადაუსწრო.

სერხიო რამოსს მხოლოდ იკერ კასილასი უსწრებს., რომელსაც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 118 გამარჯვება აქვს მოპოვებული, რაც საუკეთესო შედეგია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.