საქართველოში მალე ელექტრომობილების წარმოება უნდა დაიწყოს. როგორც ჩანს, მწარმოებლებმა სახელი უკვე მოიფიქრეს.
ქართული ელექტრომობილებით ევროპა და ცენტრალური აზიაც მომარაგდება
ქართული ბრენდით ელექტრომობილის წარმოება იწყება
სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია ამბობს, რომ პირველი ქართული ელექტრომობილების ბრენდის სახელი “ორვო” იქნება.
ცნობილი დიზაინერი სახელის მნიშვნელობასაც განმარტავს.
“საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია. “ორვო” ძველ კოლხურად ნიშნავს რვას, უსასრულობას,” – წერს ციკოლია.
მისივე ცნობით, სახელის ავტორი გიგა ხატიაშვილია.
„საქართველოს ისტორიაში ახალი ერა იწყება“ – ზვიად ციკოლია ქართული ელექტრომობილების წარმოებაზე წერს
პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართული ბრენდითელექტრომობილი შეიქმნება. ქართული ელექტრომობილების დიზაინზე ზვიად ციკოლია იმუშავებს.
კომაპნია Aigroup-სა და კომპანია Changan-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრომობილებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულბაზარს, არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.
წლიურად 40 000 ავტომობილის წარმოება იგეგმება
ქუთაისში შექმნილი 4 სხვადასხვა მოდელის ელექტრომობილი ევროპაში გაიყიდება
ქართული ბრენდის ქვეშ დაგეგმილია EADO სერიის მანქანების გამოშვება, ახლო მომავალში კი ასევე BENNI-EV360 და CS55EV მოდელების.
ქართული მანქანის პირველი წარმოება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.