LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ფიქრობენ „თბილისი პრაიდზე“ პოლიტიკოსები – პოლიტიკური განწყობები ქვიარ ადამიანებზე

77
Tbilisi praidi

დღეს, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ – #სოლიდარობისთვის გაიმართება. დღევანდელი ღონისძიება პრაიდის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი იქნება.

“ღირსების მარში” 18.00 საათზე, მეტროსადგურ “რუსთაველიდან” დაიწყება და დედაენის ბაღთან დასრულდება.

„ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე. გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა!

ჩვენ, ქვიარ ადამიანების დედები ვამაყობთ ჩვენი შვილებით და ვერთიანდებით მათ მხარდასაჭერად. გვარდარდებს ჩვენი შვილების მომავალი და გული შეგვტკივა იმ უსამართლო გარემოზე, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ხმაც გავაგონოთ საზოგადოებას და სახელმწიფოს“! – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

„თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, მათ შორის არიან სასულიერო პირები.

ისინი „თბილისი პრაიდის” ღონისძიების გაუქმებას მოითხოვენ.

როგორც „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, შეიძლება მოხდეს შეტაკება პოლიციასთან.

დღევანდელ მარშთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიებმა განცხადებები გააკეთეს.

„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, „ღირსების მარშს“ შეუერთდება.

“ღირსების მარშის” მხარდაჭერა პრინციპული საკითხია. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა“.  – ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ თბილისი პრაიდის ღონისძიებებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება:

„მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს გამოსვლის უფლება. ასევე, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სავედრებელი პარაკლისი 5 ივლისს ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13:00, ისე 17:00 საათზე, – ამის აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

„ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, რომ ორშაბათს, 5 ივლისს, ლოცვა ჩატარდეს შუადღისასაც, ვაცხადებთ: პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში გადახდილი იქნება 13:00 საათზეც.

ასე რომ, სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13:00 საათზე, ისე 17:00 საათზე“,- აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს.

ამასთან, მისივე შეფასებით, „მსგავსი ტიპის აქციები უფრო ემსახურება ვითარების დაძაბვას და რეალურად არ არის დაკავშირებული ადამიანების უფლებების დაცვასთან“.

ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება კონსტიტუციით და კანონით დაცულია.

„ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად „პრაიდის“ კვირეულს, მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამის გაკეთება, რადგან არსებობენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს და შემთხვევას, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებოდეთ“,- აღნიშნავს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებს ლევან ვასაძისა და ფალავანდიშვილის მომხრეებს, კახა კალაძემ აღნიშნა: „რა შუაშია ფალავანდიშვილი? ვინ ფალავანდიშვილი? ვინც არასწორად იმოქმედებს და კანონს დაარღვევს, ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.

დღესვე, ქვეყნის პრემიერმა თბილისის პრაიდის ორგანიზატორებს მოუწოდა, რომ სხვა ლოკაცია აერჩიათ ღირსების მარშის ჩასატარებლად.

ასევე აღნიშნა, რომ სექსუალური უმცირესობის უფლებები საქართველოში არ იზღუდება და განმარტა, რომ თბილისი პრაიდის უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g