უცხოური მედია ნუცა ბუზალაძის ნიშნობის შესახებ ალაპარაკდა.
საიტი entertainment now „ამერიკის ვარსკვლავისა“ და „ევროვიზიის“ ფინალისტის დანიშვნის შესახებ წერს თავის აგენტთან.
სტატიაში მოყვანილია როგორც ამონარიდები ნუცას პოსტიდან დარენ პრინცის შესახებ, ასევე თავად დარენის სტატუსიდან მონაკვეთებიც.
„უძლიერესი ვოკალისტი, რომელიც საქართველოდანაა, წლები დუბაიში ცხოვრობდა, სანამ ჰოლივუდში ბედის საძიებლად ჩამოვიდოდა, არა მხოლოდ საოცარ საერთაშორისო კარიერას იწყობს, არამედ ახლახან დაინიშნა სპორტის და შოუბიზნესის მეგავარსკვლავების აგენტზე, დარენ პრინცზე, რომელმაც მასთან კონტრაქტს ხელი სწორედ „ამერიკის ვარსკვლავის“ შემდეგ მოაწერა, 2023 წელს“, წერს გამოცემა.