რასელ ქროუ ავსტრალიური დაჯილდოების ცერემონიის სტუმარი გახდა, სადაც მსახიობის გამოსვლას, უდიდესი რეზონანსი მოჰყვა. 60 წლის მსახიობი საგრძნობლად დაკლებულია წონაში და ეს ფაქტობრივად რამდენიმე თვეში მოხდა. ქროუს წინა თვეების ფოტოებზე საკმაოდ იყო მომატებული წონაში და ეს კარგად ჩანს ფილმებშიც. მედიაში წერენ, რომ რასელ ქროუმ წონაში სავარაუდოდ „ოზემპიკით“ დაიკლო.
ახლა კი ქროუ ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც წლების წინ როცა ოსკარების სცენაზე იდგა „გლადიატორში“ მიღებული პრიზის ასაღებად. საინტერესოა, რომ მიმდინარე წელს რასელ ქროუ ერთდროულად ექვს ახალ პროექტზე მუშაობს.
მოსუქებული „გლადიატორი“ – რასელ ქროუ გაბრაზებულია, რადგან ახალ „გლადიატორში“ არ მიიწვიეს

