LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც მოხარულები ვართ – როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში

244
რატი-ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და, როდესაც ექიმებისგან იქნება შესაბამისი რეკომენდაცია, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.

„მსჯავრდადებულ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ სამართლის წინაშე აბსოლუტურად მართლები ვართ, ეს დადასტურდა, როგორც საქართველოში ქართული სასამართლოების დონეზე, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ კონკრეტულად ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად დაცული.

როგორ მოგეხსენებათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც ჩვენ მოხარულები ვართ და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g