LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს! – ჩვენი ისტორია თურმე „პიარია“, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები“?! ეს არ არის პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ღალატი!“ – გიორგი ვაშაძე

140
გიორგი ვაშაძე

„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს! თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი!“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.

„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ! და არა საქართველოს! თუ ანწუხელიძე „უაზროდ იყო გაწირული“, მაშინ: გმირობა რას ნიშნავს? სამშობლო რას ნიშნავს? და თქვენ საერთოდ ვის ემსახურებით? რას წარმოადგენთ?!

ანწუხელიძე არის გმირი, სიმბოლო – საკუთარი ქვეყნის და ღირსების დაცვის მაგალითი! თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი. ჩვენი ისტორია თურმე „პიარია“, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები“?!

ეს არ არის პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ღალატი! და ეს ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის! არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ანწუხელიძე და მისნაირი გმირები!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თეა წულუკიანი: „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა, და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ“

თეა წულუკიანი: „ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს“

„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასი არ არის? არაფერი რომ არ ვთქვათ მორალსა და სინდისზე“ – სალომე ზურაბიშვილი

„ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს, ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! – ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“ – მამუკა ხაზარაძე

ცნობისათვის, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g