14 ოქტომბერს, კახეთში, გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ ელენე მეგრელიშვილს მეგობრები და ახლობლები იხსენებენ და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს უძღვნიან.
კახეთში ავარიას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები
მომხდარ ტრაგედიას „ფეისბუკში“ ეხმიანება სცენარისტი და მწერალი ქეთი ელიეშვილიც:
„რატომ არ გაჩერდა სამყარო, ელენე, როცა ეს თვალები დახუჭე. რა საზიზღარი უსამართლობაა ეს! ნინოზე ხმას ვეღარც ვიღებ, როგორმე უნდა გაუძლოს, არ ვიცი“, – წერს ქეთი ელიეშვილი, რომელიც ელენე მეგრელიშვილის დედის მეგობარია.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში 14 ოქტომბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ელენე მეგრელიშვილი. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.
ნიკა გვარამია: „დღეს ჩვენთვის უმძიმესი დღეა… გემშვიდობებით ჩვენო ნათელო და კეთილო ელენე“