LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ გაყვა შეყვარებულს დიკაპრიო ჯასტინ ბიბერის ქორწილში (ფოტო)

214
New York, NY  - Leonardo Dicaprio and model girlfriend Camila Morrone are seen walking hand-in-hand during a romantic stroll after having lunch in Downtown Manhattan.

Pictured: Leonardo Dicaprio, Camila Morrone

BACKGRID USA 1 OCTOBER 2019 

BYLINE MUST READ: BrosNYC / BACKGRID

USA: +1 310 798 9111 / usasales@backgrid.com

UK: +44 208 344 2007 / uksales@backgrid.com

*UK Clients - Pictures Containing Children
Please Pixelate Face Prior To Publication*

ლეონარდო დიკაპრიო კვლავ პაპარაცების ობიექტივში მოხვდა, რეპორტიორებმა 44 წლის ვარსკლავი, 22 წლის კამილა მორონესთან დააფიქსირეს, როდესაც წყვილი ხელიხელჩაკიდებული მანჰეტენის ქუჩებში სეირნობდა. მათ ჯერ ადგილობრივ რესტორანში ისადილეს, შემდეგ კი რომანტიკული გასეირნება მოიწყვეს.

კამილა ლეოს სათქმელს დიდი ემოციებით უზიარებდა, ისიც ყურადღებით უსმენდა, თვითმხილველების ცნობით, მორონე თავისი უახლოესი მეგობრის, ჰეილი ბოლდუინისა და ჯასტინ ბიბერის ქორწილის შესახებ უამბობდა.

სხვათა შორის, კამილამ სულ ცოტა ხნის წინ თავის ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ყვითელ ატლასის კაბაში პოზირებს, სწორედ აღნიშნული ლუქით გამოცხადდა ის ქორწილზე.

როგორც იცით, ქორწილი წყვილს 1,3 მილიონი დოლარი დაუჯდა, სადაც უამრავმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი, თუმცა კამილას პარტნიორობა ლეონარდო დიკაპრიომ არ გაუწია, ამის მიზეზი კი სავარაუდოდ ლეოს დატვირთული სამუშაო გრაფიკის გახდა.

შეგახსენებთ, ლეოს და კამილას რომანის შესახებ ცნობილი 2017 წელს გახდა. წყვილი მაქსიმალურად ცდილობს თავიანთი პირადი ცხოვრბა არ გაახმაუროს,  თუმცა ისინი პაპარაცების  ობიექტივში გამუდმებით ხვდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები