LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ იხსნება ზამთრის კურორტები – ვიცე-პრემიერი ბიზნესსექტორს პასუხობს

100
BeFunky-collage

როცა ზამთრის კურორტები სრულფასოვნად ოპერირებს, ადგილზე 30 000 ადამიანი იკრიბება, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს – ასე განმარტავს ინფრასტრუქურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების ძალაში დატოვების გადაწყვეტილებას.

მინისტრის განცხადებით, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შენარჩუნდა შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე. ამის შესახებ მან “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“მხოლოდ ბაკურიანში, მაგალითად, დაახლოებით 30 000 ადამიანი იკრიბება ერთდროულად მაშინ, როდესაც მუშაობს საბაგიროები, სრულად ფუნქციონირებს ზამთრის კურორტი და შესაბამისად, 30 000 ადამიანის ერთდროულად ერთ ლოკაციაში შეკრება მაშინ, როდესაც ზამთრის კურორტზე, როცა დღისით ვსრიალებთ საღამოს ვისვენებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ერთად ვატარებთ დროს, რა თქმა უნდა, სასტუმროებში, საოჯახო სივრცეებში ამას პირბადეების გარეშე ვაკეთებთ და სწორედ ამ დროს ხდება ვირუსის გავრცელება.

შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანს, თუნდაც საკუთარ ბინაში ჩასვლას. ძალიან ბევრი ადამიანი ბაკურიანში ფლობს თავისივე ბინას, ან კერძოდ, სტუმრად ჩადიან, ჩვენ ამას ვერ ავკრძალავთ, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ ვერ დავამატებთ ზამთრის კურორტზე იმ დამატებითი მობილობის წყაროს, როგორიც არის სასტუმროები. ამიტომ, ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ზამთრის კურორტზეც შევინარჩუნოთ გადაადგილების შეზღუდვა 21 საათის შემდეგ.

იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრი აქვს 21 საათის შემდეგ შეზღუდვას. აზრი აქვს ის, რომ ეს შეზღუდვა არ გვაძლევს ჩვენ ყველას, საშუალებას, რომ თუნდაც ზედმეტად ერთმანეთთან სტუმრად ვიაროთ”.- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება

გადაწყვეტილება მიღებულია: სავაჭრო ობიექტები შაბათ -კვირას არ იმუშავებს

რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი თებერვლიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები