რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ პასუხი კითხვაზე „ვინ ვარ მე” – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.
რას მოიაზრებს ემოციური ინტელექტი?
უორენ ბაფეტმა თქვა ასეთი რამ: „ადამიანში ეძებეთ ინტელექტი, ენერგია, პატიოსნება და პასუხისმგებლობა“, დანარჩენი ყველაფერი ამ ოთხზე დაყრდნობით გამოვა. ეს ოთხივე კომპონენტი, თავისთავად დამოკიდებულია გენეტიკაზე, სად და რა სიტუაციაში, როგორ ოჯახში და წრეში გაიზარდა ადამიანი, თუმცა, კორექტირება და ზრდა-განვითარება ყოველთვის შესაძლებელია.
დღეს საზოგადოებაში ძალიან აქტუალურ თემად მიიჩნევა ემოციური ინტელექტის, იგივე IQ-ს თემა. ყველა საუბრობს, მაგრამ მის განვითარებისა და გაუმჯობესების შესახებ იშვიათად ითქმის რამე.
ემოციური ინტელექტი, რომელიც მკვეთრად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების სტილსა და ხარისხს, ერთ განყენებულ თემას არ მოიცავს, მრავლობითი მდგენელისგან წარმოდგება და განვითარების საფეხურები გააჩნია.
მის ფარგელბში შედის საკუთარი მეს სტრუქტურის, ვინაობის და როგორობის გაცნობიერება და მართვა.
ადამიანები თავისი ბავშვობის ტრავმებით, რომლებიც “კარგი გოგოს” და “კარგი ბიჭის” მოდელის დევნაში უხვად აქვთ ბავშვობიდან მიღებული, თავისი ჩარჩოებით, კარგად გამტკიცებული უნარ-ჩვევებით და უამრავი წითელი ხაზით ვეღარ მანევრირებენ ცხივრების გზაზე და ამ თემების დამუშავების გარდაუვალობას ხედავენ. ამ თემების დამუშავება ხსნის ამ მკაცრ ჩარჩოებს, წითელ ხაზებს, აკრძალვებს, თვითგვემამდე მისულ თვითკრიტიკას და აღწევენ მაღალი ცხოვრების ხარისხს.
რას ვსწავლობთ საკუთარი თავის შეცნობისას?
სწორედ ამიტომ ემოციური ინტელექტის, ფარგლებში გადავწყვიტე ადამიანებს ემოციური ზრდისა და განვითარების გზა საფეხურებად გავუშალო და თითოეულ საფეხურს ცალკე ვორქშოფი მივუძღვნა.
პირველ შეხვედრაზე დამსწრეებმა გაიარეს ემოციური ინტელექტის შეცნობა-განვითარების სრული კონტინიუმის პირველი საფეხური – „ვინ ვარ მე“, რომელმაც მონაწილეებს ეგზისტენციალური ჰოლისტურიბისა და საკუთარ თავში ჰარმონიული თანმიმდევრულობის შეგრძნება დაუბრუნა. ის პირველადი მთლიანობა და გეშტალტურობა, რისი განცდაც ჩვილობის სიცხადით ზრდასრულობაში არავის მოჰყვება, ადვილად ირღვევა ავტორიტეტებისგან დაკვეთილი „კარგი ბიჭის“ და „კარგი გოგოს“ მოდელის მორგების მცდელობაში. ასევე უფროსების გაუთავებელი მორალისტური და კრიტიკული ჩაგონებებით და შთაგონებებით. ამას დამატებული ადამიანის დაუშრეტელი საუკეთესოსკენ სწრაფვის, სოციუმისგან მოწონებულობის და შექებულობის წყურვილი შლის და ანაწევრებს მის შინაგან სამყაროს. უფროსების და ავტორიტეტების კრიტიკულ დაკვეთებზე სწორებით ჩამოყალიბებული თითოეული ადამიანის შინაგანი მე არსებითად აცდენილია მის სასურველ, ჰარმონიულ, ჯანსაღ, თავისუფალ, ეგზისტენციალურ, ჰოლისტურ და გეშტალტურ მე-ს.
ადამიანები ამ დაშლილობაში სრულებით კარგავენ საყრდენებს და უჭირთ სრულფასოვნად და წარმატებულად ცხოვრების გაგრძელება. ემოციური ინტელექტის როლი კი მკაფიოდ განსაზღვრავს ადამიანთა ცხოვრების ხარისხს, მასთან მორგებას და კომფორტულობას. ის მოიცავს საკუთარ თავში ემოციების აღქმის, გაგების, მართვისა და რეგულირების უნარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხის, ურთიერთობების, პირადი თუ კარიერული წარმატების მიღწევებსა და განვითარებაში.
ემოციური ინტელექტი, როგორც ადამიანის უნარ-ჩვევების პიროვნული ნიშანი, ხან თანდაყოლილი, ხანაც – დასწავლილი და შეძენილი კომპეტენციაა.
ჩვენთან ადამიანებს შეუძლიათ გააცნობიერონ, როგორია მათი ემოციური ინტელექტის განვითარების ხარისხი, აღმოაჩინონ განსხვავება დღევანდელ, არსებულ მესა და სიღრმისეულ, სასურველ მე-ს შორის. ასევე დაეხმარონ საკუთარ თავს, იპოვონ ამ სასურველ, თავისუფალ, ჰარმონიულ მე-მდე მისასვლელი გზები და მეთოდები.