LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე: „იმედია, უახლოეს დღეებში გაუმჯობესდება პარამეტრები..“

268
Untitled design

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურ ფორმატში ჩართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო.

სააკაშვილი: „ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ.. პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს..“

სოფო ჯაფარიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილს მორიგ პროცესზე ჩართვის სურვილი და საბრძოლო განწყობა აქვს:

„დღეს მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ჩართულიყო სასამართლო პროცესზე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (გაუარესებული სისხლის ანალიზების) მას უტარდება გადასხმები სედაციის ფონზე.

იმედია, უახლოეს დღეებში გაუმჯობესდება პარამეტრები, ზოგადი მდგომარეობა და მომავალ პროცესზე ჩართვას შეძლებს. მას ამის დიდი სურვილი და საბრძოლო განწყობა აქვს“, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

დღეს,მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ჩართულიყო სასამართლო პროცესზე,მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების…

Posted by Sopo Japaridze on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

 

სოფო ჯაფარიძე: მიხეილ სააკაშვილი მზადაა ყველა პოლიტიკური პოზიციისა და სრულიად განსხვავებული ადამიანების გაერთიანებისთვის, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ გამარჯვების პლატფორმა 

ცნობისათვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახდა, რომელიც სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურადაც ვერ ჩაერთო, მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის ჩატარებაზე კი სააკაშვილმა უარი განაცხადა.

პოპულალურები