LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ყიდის ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ტანსაცმელს: „რატომ ფიქრობენ, რომ „მეორადი“ „ტეხავს“, მართლა არ ვიცი…“

1369
nanukajorjolianinews

ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, რატომ გადაწყვიტა საკუთარი გარდერობიდან სამოსის გაყიდვა:

„დაახლოებით ხუთი წელია, ამ ტანსაცმელს ვყიდი და მიღებული თანხით სტუდენტებს ვაფინანსებ. ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ მოვყევი და ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაანიუსა. ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამის გამო სითბოსა და სიყვარულს მიგზავნიდა, მაგრამ უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა კომენტარებში. – თურმე ვის რად უნდა ჩემი მეორადი ტანსაცმელი, საოცრებებს წერდნენ ამასთან დაკავშირებით. ამ წლების განმავლობაში ამ გზით 27 სტუდენტია დაფინანსებული და ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო, როცა ამისთვის მაგრად გამლანძღავდნენ.

ამ შემთხვევაში რა არის კრიტიკის მიზეზი?

მეორადების მიუღებლობა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ასე ცხოვრობს…

პერიოდულად სულ ვაზიარებ ფეისბუქ-გვერდს „ნანუკას Second Hand“, სადაც ეს ტანსაცმელი იყიდება, იმიტომ, რომ ბევრი მომხმარებელი გვჭირდება. ძალიან ძვირფას ტანსაცმელს, რომელიც შეიძლება, ერთხელ ან ორჯერ მეცვა, მართლა სიმბოლურ ფასად, 15 ლარად ვყიდი. რა გაბღენძილობაა, საიდან აღმოცენდა ეს ხალხი. რატომ ფიქრობენ, რომ მეორადი „ტეხავს“, მართლა არ ვიცი. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი სიგიჟეა. ამის გარდა ყველაფერს ველოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები