LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რძალმა მოისყიდა?“ – დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა მეზობლებს ომი გამოუცხადეს

904
page

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები მორიგ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მიზეზი მათი სოფლის რეზიდენციის მასშტაბური განახლების გეგმაა, რომელიც ინგლისის კოტსუოლდსის რეგიონში მდებარეობს და დაახლოებით 16 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია წყვილის გეგმამ, რომელიც მოიცავს დაახლოებით 80 ხის დარგვას და ტერიტორიაზე ველური ყვავილებით სავსე მდელოს გაშენებას. აღნიშნული პროექტის მიზანი, როგორც ვარაუდობენ, მათი საკუთრების გარე თვალისგან მაქსიმალურად დამალვაა.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მეზობელმა, ჯეიმს უორტინგტონმა, უკვე შეიტანა ოფიციალური საჩივარი ადგილობრივ ურბანულ საბჭოში. მისი თქმით, ბექჰემების ქმედებები ეჭვს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ბექჰემებმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაახლოებით ათი წლის წინ, 8 მილიონ დოლარად შეიძინეს. დღეს მისი ღირებულებაც თითქმის გაორმაგდა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მედიაში კომენტარები არ წყდება. რძალთან კონფლიქტის ფონზე წერენ, რომ შესაძლოა მეზობელი სწორედ ნიკოლა პელტცმა მოისყიდა.

„ჩემმა მშობლებმა ბრუკლინი საკუთარი შვილივით მიიღეს“ – ნიკოლა პელტცის სკანდალური აღიარებები ELLE-სთან ინტერვიუში

ფოტო/ვიდეო: განადგურებულები და მაინც ერთ მუშტად შეკრულნი – ბექჰემების პირველი გამოჩენა „უძღები შვილის“ სკანდალური ბრალდებების შემდეგ

„დევიდ და ვიქტორია, მზად ხართ მორიგი დარტყმისთვის?!“- ბრუკლინ ბექჰემი მშობლებთან დაპირისპირების შესახებ მემუარების გამოცემას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები