LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალური შედეგი თქვენს საფულეში…“ – თამუნა იოსელიანი გვირჩევს როგორ მოვიზიდოთ ფინანსები

311
თამუნა იოსელიანი

ლითეროთერაპევტი, ფსიქოლოგი და ჟურნალისტი თამუნა იოსელიანი გვირჩევს როგორ მოვიზიდოთ ფინანსები.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იოსელიანი, სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„ხშირად გვესმის ფრაზა „ფული არ მოდის“ ან „სულ ცოტა მაკლია მიზნამდე“.
პროგრამული სანთლები სწორედ ამ ენერგეტიკული ბლოკების მოხსნაში გვეხმარება.
წარმოგიდგენთ „ფინანსური წარმატების“ პროგრამულ სანთელს, რომელიც ბუნებრივი ცვილის, ეთერზეთების, მცენარეების და სპეციალურად გააქტიურებული რუნების კომბინაციით მუშაობს.
ეს არ არის ჩვეულებრივი სანთელი. ეს არის 4 ელემენტის (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა) ჰარმონიზატორი, რომელიც მუშაობს თქვენს აურაზე და ფინანსურ სივრცეზე.
სანთლის დანთება იწყებს ენერგეტიკულ ტრანსფორმაციას, რასაც მალევე მოსდევს მატერიალური ინტეგრაცია – ანუ რეალური შედეგი თქვენს საფულეში.
ამ სანთლით შეგიძლია:
მოიზიდო ფინანსური ნაკადები;
დააჩქარო მოსალოდნელი მოგება;
მოხსნა ფინანსური ბლოკები და სტრესი.
თუ მზად ხარ, შენი ენერგია სიმდიდრის სიხშირეზე დააყენო, მომწერე პირადში!  
რიტუალი სანთლის დანთებისთვის
იმისთვის, რომ სანთელმა მაქსიმალურად იმუშაოს, ჩაატარე ეს მარტივი, მაგრამ ძლიერი რიტუალი:

  1. მზადება: დაანთე სანთელი მშვიდ გარემოში. იგრძენი სიმშვიდე და გათავისუფლდი ზედმეტი აზრებისგან.
  2. განზრახვა : სანთლის ანთებისას, თვალები დახუჭე და წარმოიდგინე არა ის, რომ “გინდა” ფული, არამედ ის, რომ უკვე მიიღე ის თანხა ან შედეგი, რაც გსურს. იგრძენი სიხარული და მადლიერება.
  3. დამოწმება: ხმამაღლა ან გონებაში თქვი: „მე ვხსნი გზებს ფინანსური კეთილდღეობისთვის. ეს სანთელი იზიდავს სიმდიდრეს ჩემს ცხოვრებაში. როგორც ცეცხლი ანათებს, ისე ნათდება ჩემი გზა წარმატებისკენ. დაე ასე იყოს!“
  4. დასრულება: ნება მიეცი სანთელს ბოლომდე დაიწვას . დარჩენილი ცვილის ნარჩენები შეგიძლიათ მიწაში დაფლათ ან გაატანოთ წყალს, როგორც პროგრამის დასრულების ნიშანი“ – წერს თამუნა იოსელიანი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები