ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ღაზაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს…
ისინი ჰიტლერს მოგვანატრებენ. ნუთუ, ნეთანიაჰუ ჰიტლერზე ნაკლებს აკეთებს? არა. ჰიტლერი ისეთი მდიდარი არ ყოფილა, როგორც ის. ეს უფრო მდიდარია, ვიდრე ჰიტლერი. ის მხარდაჭერას იღებს დასავლეთისგან. ყველა სახის მხარდაჭერა მოდის აშშ-სგან და ამ მხარდაჭერით რა გაუკეთეს 20 000-ზე მეტ ღაზელს? მათ ისინი მოკლეს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა ისრაელის სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.