LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault და Samsung Motors უპილოტო ავტომობილებს დაამზადებენ

47

უცხოური პრესის ინფორმაციით, კომპანიები Renault და Samsung Motors კომერციული სეგმენტისთვის პირველ კომპაქტური ელექტრომობილს დაამზადებენ, რომლის სრული მასა 1 ტონა იქნება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომერციული სეგმენტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ავტომობილების ჰიბრიდიზაციაში და ამ კუთხით მუშაობა დიდ ფინანსურ მოგებასთანაა დაკავშირებული.

ელექტრომობილი სტანდარტული, კომპაქტური დიზაინის იქნება. დაახლოებით ისეთი, როგორიც საავტომობილო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Nissan Leaf-ია. თუმცა, მისგან განსხვავებით ზემოთხსენებული ელექტრომობილი 500კგ-ით ნაკლები წონის იქნება.

Renault-ისა და Samsung Motors-ის ერთობლივი ავტომობილის გამავლობა, სრულად დამუხტვის შემთხვევაში, 250კმ იქნება. უცხოური პრესის ცნობით, უპილოტო ავტომობილი 3-4 წელში გამოჩნდება და ქალაქის ქუჩებს არაუგვიანეს 2020 წლიდან გაალამაზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები