Renault-ი ბაზარზე წარუმატებელ Mobilize Limo-ს წარმოებიდან მოხსნის. ფრანგული ავტომწარმოებელი ამ სახელწოდებით უშვებდა ელექტრონულ სედანს, რომელიც ტაქსის ავტომობილად იყო ჩაფიქრებული. თუმცა, სედანმა წარმატებას ვერა და ვერ მიაღწია, გასულ წელს მხოლოდ 67 ეგზემპლარის რეალიზება მოხერხდა, 2023 წელს კი მოდელი საერთოდ არავის დასჭირდა – მხოლოდ 7 ერთეული გაიყიდა.
Mobilize Limo – ეს არის საშუალო ზომის სედანი, რომელსაც საკმაოდ მოცულობითი და კომფორტული უკანა სავარძლები აქვს. მოდელი 150 ძალის ელექტრონული აგრეგატითაა აღჭურვილი და 60 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელემენტი აქვს. ავტომობილს ერთი დამუხტვით 450 კილომეტრის გავლა შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე 140 კილომეტრ საათამდეა შეზღუდული, ხოლო პირველი „ასი“ კილომეტრის გასავითარებლად 9,6 წამია საჭირო.