LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რეზო და ბავშვების“ წევრის, ლევან ხოტივარის სოლო დებიუტი გადაცემაში „უსმინე ახალს“

134
page

გადაცემაში -,,უსმინე ახალს” ჯგუფის, ,,რეზო და ბავშვები” ერთ-ერთი წევრის, ლევან ხოტივარის სოლო დებიუტი შედგა. ლევანმა, რომლის სასცენო სახელის ინსპირაციად ფსევდონიმი – ლელო იქცა, მსმენელს სოლო შემოქმედების მეორე სიმღერა წარუდგინა.

  • ლელო, რა და როგორ მოხდა, რომ ბენდისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტე მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენა?

16 წლის წინ, ,,რეზო და ბავშვების” შემადგენლობიდან დავიწყე კარიერა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ჩემში დაგროვებული მუსიკალური ინფორმაციის ცალკე გამოტანის გადაწყვეტილება მივიღე. ,,რეზო და ბავშვები” ჩემი ნაწილია, ჩემი ცხოვრებაა, რადგან ის, რაც მომცა ამ კოლექტივმა სწორედ იმ გამოცდილების გაგრძელებაა, რა ამპლუითაც ამიერიდან ასევე გამოვჩნდები. ვფიქრობ, ჩემებურად ისეთი რაღაცები მაქვს სათქმელი, რისი დროც უკვე მოვიდა. მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ რამდენიმე სიმღერა უკვე მქონდა, გარდა იმისა, რომ რეზოსგან (რეზო ბლიაძე – ,,რეზო და ბავშვების” დამფუძნებელი და ვოკალისტი) მივიღე თანხმობა დამოუკიდებლად წარვმდგარიყავი მსმენელის წინაშე, დავუკავშირდი ჩემ მეგობარს, რეჟისორს, პროდიუსერსა და სიმღერების ავტორს, გიორგი კაკიაშვილს, რომელმაც იზრუნა სადებიუტო სიმღერის – ,,მართლა” და მეორე ტრეკის კლიპების გადაღებაზე.

გიორგი კაკიაშვილი: ლელომ იპოვა თავისი სტილი, რაც გამოჩნდა კიდეც ამ სიმღერებში და მათი ეკრანიზაციაც შესანიშნავად შედგა.

ლელო: სამომავლოდაც, რა თქმა უნდა, რამდენიმე სიმღერის პრემიერა მაქვს დაგეგმილი, რომლებსაც ვიზუალური მხარეც ექნება. ასევევ ვგეგმავ ჩემი პოდკასტის აღდგენასაც.

სიმღერას, რომლითაც რადიო დებიუტი მექნება ჰქვია – ,,ნუ მიშლი ხელს”. არ მინდოდა ყოფილიყო რამე კონკრეტულზე, ამიტომ ბევრი აზრი დევს მასში. სიმღერის ვიდეოში მაცვია ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წევრის – გიორგი ჩაკვეტაძის საშინაო მაისური. ჩაკვეს განსაკუთრებული გულშემატკივარი ვარ, რომლის მხარდასაჭერად მოვირგე მისი სათამაშო ფორმა და სიამოვნებით დაველოდები გამოხმაურებას მისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები