LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა ახალი საცეკვაო სიმღერით დაბრუნდა, რომლის კლიპში თავად რამდენიმე წამით ჩნდება

121
photo-collage.png (2)

რიანამ ახალი სინგლი – Friend of Mine გამოუშვა, რომელიც ,,სმურფების” რიბუთის საუნდტრეკ ალბომის ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ რიანა სიმღერის კლიპშიც გამოჩნდა. ვიდეოს დასაწყისში ის რამდენიმე წამით თვალშისაცემი იმიჯით იქცევს ყურადღებას, შემდეგ კი ალტერნატიულ სამყაროში სმურფეტად გარდაისახება, რომლის ხმაც ანიმაციაში თავად არის.

რიანამ ახალი ნამუშევარი 3 წლის შემდეგ წარადგინა. 2022 წელს მან ასევე საუნდტრეკ ალბომზე იმუშავა და ,,შავი პანტერას” მეორე ნაწილისთვის ორი სიმღერა ჩაწერა.

როგორც ცნობილია, Smurfs-ში რიანას სხვა ახალ ჩანაწერებსაც მოვისმენთ.

შეგახსენებთ, რომ ,,სმურფები” ამავე სახელწოდების ფილმების სერიის რიბუთია, რომელიც კრის მილერმა გადაიღო. ცოცხალი მოქმედების ანიმაცია ეკრანებზე, 18 ივლისიდან გამოჩნდება.

,,სმურფების” რიბუთში, სადაც რიანა სმურფეტის ხმაა, არტისტის ახალ მუსიკას მოვისმენთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები