რიანას სპეციალური მუსიკალური შოუ, რომლისთვისაც მას 6 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადეს, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
ვიდეოებზე, რომლებიც კერძო საღამოს სტუმრებმა სოციალურ ქსელებში განათავსეს წერენ, რომ ბარბადოსელმა ლამაზმანმა იზარმაცა, ვინაიდან პერფორმანსს ეფექტური ნომრები აკლდა.
ინტერმეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ 36 წლის არტისტმა ითაღლითა, რადგან სცენაზე არაფერი გაუკეთებია. საგულისხმოა, რომ მას კოსტიუმი ერთხელაც არ გამოუცვლია.
ცნობისთვის, 2016 წლის ნოემბრის შემდეგ, რიანას სრული კონცერტი არ ჩაუტარებია. ამავე წელს გამოვიდა მისი ამ დროისთვის ბოლო დისკიც, მერვე სტუდიური ალბომი – Anti. წვეულებაზე მან 16 სიმღერა შეასრულა.
რიანას ახალი რეკორდი და პირველი პერფორმანსი ინდოეთში
შეგახსენებთ,, რომ ექვს წლიანი პაუზის შემდეგ, რიანა შარშანდელი ,,სუპერბოულის‘” შესვენებაზე 15 წუთიანი სანახაობით წარდგა. მან 2023-ში ,,ოსკარებზეც” იმღერა.