LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 17 დღით გაჩერდება

132

რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა, 10 ნოემბრიდან  27 ნოემბრამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების  შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება.

სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან  ერთად კომპანია ლეიტნერის სპეციალისტები ჩაატარებენ.  გარდა ამისა, აღნიშნული დროის მონაკვეთში  საბაგიროს ორივე სადგურსა და  სარემონტო ზონაში  შეიცვლება  ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g