LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიზ უიზერსპუნის კარიერაში საინტერესო სიახლეებია

49

ამერიკელი მსახიობის, რიზ უიზერსპუნის კარიერაში საინტერესო სიახლეებია, გარდა იმისა, რომ მსახიობს დედის, პროდიუსერისა და ინსტაგრამის ვარსკვლავის როლი აქვს მორგებული და საკუთარ სატელევიზიო შოუ Shine On with Reese-ს აკეთებს, უახლოეს მომავალში „ლეგალურად ქერა”-ს მესამე ნაწილის გადაღებებში ჩაერთვება.

„ლეგალურად ქერა” ეს არის ფილმი, რომელმაც მსახიობს კარიერის საწყის ეტაპზე საერთაშორისო აღიარება მოუტანა. როგორც ცნობილია, თაყვანისმცემლებს ტრილოგიის მესამე ნაწილის ხილვა დიდ ეკრანებზე 2020 წლის ვალენტინობის დღესასწაულზე შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები