ლეონარდი დიკაპრიოსა და რობერტ დე ნიროს შეხვედრა სცენაზე, „კანის კინოფესტივალის” ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი გამოდგა. სწორედ ოსკაროსანმა დიკაპრიომ გადასცა კანის კინოფესტივალის განსაკუთრებული პრიზი, საპატიო „ოქროს პალმის რტო” ლეგენდარულ დე ნიროს კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
დე ნირომ სცენაზე გამოსვლისა და ლეონარდო დიკაპრიოს ემოციური სიტყვის მოსმენისას, ცრემლები ვერ შეიკავა. ჟიური სრული შემადგენლობით და მაყურებელი ფეხზე დგომით შეხვდა ლეგენდარული მსახიობის გამოსვლას.
ჟიურის შემადგენლობაში წელს არიან კვენტინ ტარანტინო, მილენ ფარმერი, ჰოლი ბერი, ხოლო თავად ჟიურის, ჯულიეტ ბინოში ხელმძღვანელობს.
„ფილმებზე მეტად, ანიმაციურ ფილმებს ვუყურებ“ – 81 წლის რობერტ დენიროს იშვიათი ინტერვიუ
ის, რაც გამოგვრჩა – ლეონარდო დიკაპრიო Met Gala-ზე შეიპარა და გამოიპარა – ვრცელდება ვიდეო





