„დამცირებული და შეუმდგარი ადამიანი თავის უბედურების მიზეზს გარე სამყაროში ეძებს! და გამწარებული სხვას აბრალებს!” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი რობერტ სტურუა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვრცელი სტატუსით ეხმაურება.
„მ ო ნ უ რ ი ს ე ნ ი!..
ჩვენ პატარა დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება – რესენტიმენტი(Ressentiment – ინგლ. “წყენას” ნიშნავს).
და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა, გიღვივის ნაწყენ გულში,
იცოდე, ეს „რესენტიმენტი” ისე დაგბოღმავს და გაგამწარებს, რომ, მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყურმოჭრილ მონად იქცევი !
ფრიდრიხ ნიცშემ,
ვინც ეს ტერმინი შემოიღო,
ამ დაავადებას
„მონების მორალი” უწოდა!
„დამცირებული და შეუმდგარი ადამიანი თავის უბედურების მიზეზს გარე სამყაროში ეძებს! და გამწარებული სხვას აბრალებს!”
რობერტ სტურუა: სამი დღეა მარტო ვარ სახლში, მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ხვდებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს! მაგრამ მე არავინ მეძახის! სიყრმის მეგობრებმა სამუდამოდ მიმატოვეს
„სინდისი მკლავს, ასე დიდხანს რომ გავუძელი ამ გადარეულ სამყაროს!“
ამა ქვეყნის კანონები უსამართლოდ მიაჩნია – მხოლოდ მისმა სიმწრისგან გაღარიბებულმა გონებამ იცის თუ რა კანონებია სამართლიანი – და ბრძოლის შედეგად თავად შეცვლის ამ დამყაყებულ სინამდვილეს!
გაგეცინება, როცა მიხვდები, რომ სწორედ ნიჭის სიღარიბეს გამო უფალს, ბედისწერას აბრალებს თავის უბედურებას და თავდავიწყებით ებრძვის მათ!
დღეს კი მშობლები შეიძულა, რათა მათ ჭიან გენეტიკის მსხვერპლად თვლის საკუთარ თავის სულიერ სიღარიბეს!
და არ არის გასაკვირი, ყველა რომ სძულს! და სწორედ ამიტომ – მთელ სამყაროს მთელი თავისი ველური ინსტინქტებით ებრძვის და ყველაფრის განადგურებაზე ოცნებობს და სპობს კიდევაც!
რატომ???
რატომ?
რატომ აბრალებს „უნიჭო მონა” თავის უფერულ ცხოვრებას სხვებს! ჩვენ რა დავუშავეთ?
მაგრამ „ბოროტებით გაჟღენთილი ტვინი” გულმოდგინედ კარნახობს –
„მხოლოდ შურისძიებით დაიბრუნებ იმას, რაც წაგართვესო”…
ის, რაც, სამწუხაროდ, არასოდეს ჰქონია!
და, რასაც, სამწუხაროდ, ვერასდროს იხილავს!“ – წერს რობერტ სტურუა.
მ ო ნ უ რ ი ს ე ნ ი!.. ჩვენ პატარა დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება -…
Posted by Robert Sturua on Monday 3 February 2025