LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ სტურუა: სამი დღეა მარტო ვარ სახლში, მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ხვდებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს! მაგრამ მე არავინ მეძახის! სიყრმის მეგობრებმა სამუდამოდ მიმატოვეს

4209
რობერ სტურუა

„მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ხვდებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს! მაგრამ მე არავინ მეძახის!“ – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სტურუა აღნიშნავს, სიყრმის მეგობრებმა ის სამუდამოდ მიატოვეს.

„სამი დღეა მარტო ვარ სახლში. ტრადიციულად ახალ წელს ან მაღვიძებენ, ან სროლის შემდეგ ვიძინებ! სრულიად ფხიზელი!

მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ღვთებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს!

მაგრამ მე არავინ მეძახის!

ვარ ჩემთვის მეუღლესთან ერთად!.. სხვა თეატრების არანაკლებ ნიჭიერი მსახიობებიც, გაყუჩებულნი მრავალჟამიერს ომახიანად მღერიან, მაგრამ მათი იმედი არ მაქვს,

თავის ხელმძღვანელებს, აშკარად რომ ვერ მიტანენ, არ აწყენინებენ!

სიყრმის მეგობრებმა კი სამუდამოდ მიმატოვეს, ამიტომ სინდისი მკლავს, ასე დიდხანს რომ გავუძელი ამ გადარეულ სამყაროს!

ხუმრობა ხომ არ არის – 86 წელი!

მახსოვს გიგლა ფირცხალავას კარიკატურა: მრავალ სართულიან სახლში დიდი ღრეობაა, უამრავი ხალხი მაგიდასთან! გვიანი ღამეა – ქალაქს სძინავს! მოპირდაპირე აივანზე, გადაღლილი კაცი მაისურში კივის:

„ან დამაძინეთ, ან დამპატიჟეთ!!!“

უფალო, იქნებ ვინმემ დამპატიჟოს!“ – წერს რობერტ სტურუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g