რობი უილიამსის მეუღლემ, აიდა ფილდმა ემოციური ვიდეო გააზიარა, რომელშიც ამერიკელი მსახიობი და ინგლისელი შემსრულებელი 8 თვის ქალიშვილთან, ”კოკოსთან” ერთად ჩანან.
ვიდეოში, რომლებიც ვარსკვლავური წყვილის საძინებელშია გადაღებული, 45 წლის მომღერალი გოგონას ”ბიტ-ბოქსით” ართობს. მოულოდნელად პატარა სიცილს იწყებს და დედის აღფრთოვანებას იწვევს.
”შეხედე მის სახეს”, – ისმის 39 წლის ფილდის ხმა, რომელიც უილიამსს სუროგატის დამხარებით შეძენილ შვილზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ აიდა ფილდსა და რობი უილიამსს ასევე 6 წლის ”თედი” და 4 წლის ”ჩარლი” ჰყავთ.