LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი, რომელმაც სკოლა დისლექსიისა და ADHD-ის დიაგნოზის გამო ვერ დაასრულა, ატესტატის აღებას 50 წლის ასაკში გეგმავს

152
რობი უილიამსი

რობი უილიამსმა გამოცემა „მირორს“ გულახდილი ინტერვიუ მისცა და ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა. ლეგენდარული ბოიბენდის Take That-ის ვოკალისტი ამბობს, რომ სკოლაში უმაღლესი შეფასება არასოდეს მიუღია. მისივე თქმით, ის საკმაოდ ცუდად სწავლობდა, რის გამოც სკოლის დამთავრება და ატესტატის მიღება ვერ შეძლო.

„არასოდეს მიმიღია უმაღლესი შეფასება, საკონტროლო დავალებას ვერასოდეს ვასრულებდი და ბოლოს გაკვეთილებზე სიარულიც შევწყვიტე. მართლა მინდა წარსულში დაბრუნება, რადგან ამ პერიოდმა უდიდესი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას, თავს არასრულფასოვან ადამიანად ვგრძნობდი. 80-იან წლებში არაფერი ვიცოდი დისლექსიაზე და მხოლოდ გვიან გავიგე, რომ ამას ემატებოდა დისლექსიისა და ADHD-ის დიაგნოზი, რაც ყურადღების დეფიციტსა და ჰიპერაქტივობას გულისხმობს,” – ამბობს 50 წლის მომღერალი და დასძენს, რომ სკოლის ატესტატის აღებას ახლა აპირებს.

„ჩემ გოგონას ჩემსავით დისლექსია აქვს“- რობი უილიამსი

რობი უილიამსი და „რუხი კარდინალი“ აიდა – მეუღლეებმა წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები