ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია. ლას ვეგასში ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით მოასპარეზე ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. ილიამ შეხვედრა პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგო.
ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა თავის შვილთან, ჰუგსოთან შეხვედრაზე ისაუბრა:
„როცა ბრძოლის შემდეგ ოქტაგონიდან გამოვედი, იცით, რა მითხრა ჰუგომ პირველი? რატომ დაარტყი მას ასე გვერდიდან, ქვემოდან უკეთესი იქნებოდაო. მეთქი კარგი, ამაზე ვივარჯიშებთ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
ცნობისთვის, ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ორგანიზაცია UFC-ში კი ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო.