LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ეს ბრედ პიტმა გაიგო, ძალიან გაღიზიანდა“ – ახალი დეტალები „ჯონ-ჯოლის” რომანის შესახებ

1078
page

გასულ კვირას მედიაში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანჯელინა ჯოლი და ჯონი დეპი ერთმანეთს 15 წლის განმავლობაში ფარულად ხვდებიან. მსოფლიო მედიამ „ჯონ-ჯოლის” რომანის ამბავი აიტაცა და ახლა უამრავი ვარაუდი გამოითქმება.

წყარო აცხადებს, რომ ჯონს ჯოლის მიმართ გრძნობები სწორედ ფილმის „ტურისტის“ გადაღებებისას გაუჩნდა. იმ პერიოდში ანჯელინა ჯერ კიდევ ბრედ პიტზე იყო დაქორწინებული. მედიაში იმასაც წერენ, რომ როცა ბრედმა მეუღლისა და ჯონი დეპის დაახლოების შესახებ შეიტყო, ეს ფაქტი მას საოცრად არ ესიამოვნა და გაღიზიანებული იყო.

ანჯელინა ჯოლი და ჯონი დეპი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან

„მათ მოახერხეს ფარული ურთიერთობის შენარჩუნება. ისინი ერთმანეთს უჩუმრად ლონდონსა და ლოს-ანჯელესის სასტუმროებში ხვდებოდნენ. თუმცა ახლა ენჯი მასთან გარკვეულ ემოციურ დისტანციას ინარჩუნებს. ჯონიზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა“, – ირწმუნება წყარო.

შეგახსენებთ, მსახიობებმა ერთად ფილმში „ტურისტი“, 2010 წელს ითამაშეს. სწორედ ფილმის გამოსვლის შემდეგ არ წყდებოდა საუბრები მათი რომანის შესახებ. მართალია, ჰოლივუდის ვარსკვლავების რომანის შესახებ ჯერჯერობით არცერთი სარწმუნო კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მათი ერთად ხილვა მართლაც შესანიშნავი იქნებოდა.

ანჯელინა ჯოლი „ბრუნელო კუჩინელის“ ულამაზეს კაბაში „კანის კინოფესტივალზე”

მორიგი გარდასახვა – ჯონი დეპის ცნობა ახალ ფოტოში შეუძლებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები