LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა გვეძლეოდა საშუალება, მაშინ გაოგნებული ვუყურებდით და ვუსმენდით, გვინდოდა ჩაგვეღწია მისი ღრმა აზრისადმი, უფრო ბევრჯერ უნდა გვეთქვა, რომ ძალიან გვიყვარს“ – თამარ გვერდწითელი პატრიარქთან შეხვედრასა და შესრულებულ „თბილისოს“ იხსენებს

397
თანარ გვერდწითელი პატრიარქზე

თამარ გვერდწითელი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაბადების დღეზე გამართულ, მისთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დღეს იხსენებს.

მომღერალი ჰყვება იმ საოცარ განცდაზე, რომელიც საპატრიარქოს გუნდთან ერთად შესრულებულ „თბილისოს“ ახლდა და პატრიარქის იმ განსაკუთრებულ ძალაზე საუბრობს, რომელიც ნებისმიერ შესრულებას სხვა ჟღერადობას სძენდა.

„4 იანვარს, მის დაბადების დღეზე მთხოვეს, რომ მემღერა „თბილისო“ საპატრიარქოს გუნდთან ერთად. ხდებოდა ისეთი სასწაული, სადაც პატრიარქი ბრძანდებოდა, ხმა ისე მოდიოდა, თითქოს ეს სიმღერა ვიღაცას ადრე არ ჰქონდა ნამღერი, ვიღაცას საერთოდ არ უმღერია, მაგრამ ისე აჟღერდა სოლისტი და გუნდი მუსიკალურად, რომ არ გვესმოდა, საიდან მოდიოდა ამხელა გრძნობები. ეს გუნდის სასწაულმოქმედი ძალა, ჟღერადობა, ჩვენი უწმინდესის დამსახურება იყო…

როგორც ყველა ამბობს, იქ მფარველი გვეყოლება… როცა გვეძლეოდა საშუალება, მაშინ გაოგნებული ვუყურებდით და ვუსმენდით, გვინდოდა ჩაგვეღწია მისი ღრმა აზრისადმი. რა საკვირველია, სიყვარული არ არის საკმარისი და გამოთქმული სიტყვები – უფრო ბევრჯერ უნდა გვეთქვა, რომ ძალიან გვიყვარს. არც გვესმის, როგორ ვიქნებით, მაგრამ უწმინდესი დაგვეხმარება.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g