LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა მზერა ყველაფერს ამბობს“ – ჯეი ლო საკუთარი ფილმის პრემიერაზე ბენ აფლეკის გარეშე მივიდა

395
page

მიუხედავად იმისა, რომ განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, ჯეი ლო და ბენ აფლეკი კვლავ ერთად გამოჩნდნენ, მედია დარწმუნებულია, რომ წყვილს ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები აქვს.

სულ ცოტა ხნის წინ, ლოს-ანჯელესში ჯეი ლოს ახალი ფილმის, „ატლასის“ პრემიერა შედგა, რომელზეც არტისტი და მსახიობი მარტო, მეუღლის გარეშე მივიდა.

ჯეი ლო შეუდარებლად გამოიყურებოდა კაბა-ორეულში, ეს გახლდათ თეთრი ტოპისა და შავი ქვედაბოლოსგან შემდგარი ლუქი, რომელსაც ლოპესმა ზურმუხტის სამეული, ყელსაბამი და საყურე შეუხამა.

„როცა მზერა ყველაფერს ამბობს“, „იღიმის, მაგრამ ბედნიერი არ არის“, „ასეთ მნიშვნელოვან დღეს ბენი მასთან არ არის, აშკარაა, მათ პრობლემები აქვთ“, – არ წყდება კომენტარები.

ფოტო/ვიდეო: ყველაფერი კარგადაა – „ბენიფერმა შერიგება მაკ-დრაივზე აღნიშნა“ – წყვილის პირველი გამოჩენა 7 კვირის შემდეგ

ბენ აფლეკი პაპარაცებს აჩვენებს, რომ ჯეი ლო მის გვარს ატარებს

საქორწინო ბეჭედი და უჟმური სახე – ბენ აფლეკის პირველი გამოჩენა სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები