მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტის, ტეილორ სვიფტისა და ფეხბურთელის, ტრევის კელსის რომანზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი დაიწერა. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოხვდა ტრევისის დედა, 71 წლის დონა კელსი, რომელსაც ინტერვიუში შვილისა და გინესის რეკორდსმენი მომღერლის რომანზე ისაუბრა და აშკარად ზედმეტი წამოსცდა.
„ტრევის მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა, ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილს ჩვენი ოჯახის ამბები უკვე მობეზრდა. ტეილორთან ურთიერთობა მას სხვა საფეხურზე ასვლაში ეხმარება“, – განაცხადა დონამ.
ასევე ვრცელდება დონასა და ტეილორის ერთობლივი ფოტო, ისინი ტრევისის თამაშს დაესწრნენ.