LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ოპოზიცია ცდილობს, ივანიშვილზე დამიზნებით დეოლიგარქიზაციის თემა წამოსწიოს, ამას შეიძლება მათთვის გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს, ოპოზიციის თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება ოლიგარქიზაციის კრიტერიუმებში – ხელაშვილი

200
ხელაშვილი

როდესაც ოპოზიცია ცდილობს, ბიძინა ივანიშვილზე დამიზნებით დეოლიგარქიზაციის თემა წინ წამოსწიოს, ამას შეიძლება მათთვის სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

“მოკლედ შევეხები ამ დეოლიგარქიზაციის თემას, ეს ოპოზიციისთვის შეიძლება, როგორც ამბობენ ხოლმე, საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს. ვინაიდან, დეოლიგარქიზაცია ეს რის თემა, რომელიც მოხვდა სამივე ქვეყნის შესასრულებელ პირობებში, როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვაში, ისე საქართველოში.

ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დააძალეს გასული წლის ნოემბერში ამ კანონის მიღება, დასავლეთმა და მიიღო უკრაინამ ეს კანონი. მასში ვკითხულობთ, მოდი, ვნახოთ როგორ არის ოლიგარქი განმარტებული და რა ეკრძალება ოლიგარქს ამ კამპანიის შედეგად: ოლიგარქი ეს არის პიროვნება, რომელიც ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეორე – ეს არის პიროვნება, რომელსაც აქვს გავლენა მასმედიაზე, მესამე – ეს არის პიროვნება, რომელსაც აქვს კომპანია, რომელიც დომინანტია ან მონოპოლია აქვს გარკვეულ სფეროში და მეოთხე – მისი ქონება აღემატება 84 მილიონ დოლარს, ნუ ჩვენ და უკრაინა დაახლოებით ერთი სასიცოცხლო მინიმუმები გვაქვს, ამიტომ მსგავსი იქნება ალბათ.

თუ ამას ავიღებთ, ოპოზიციის თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება ზუსტად ამ კრიტერიუმებში, ოლიგარქიზაციის.

ჩანაწერი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირი გაკეთდა, როგორც მოლდოვაში, ისე უკრაინაში, ისე საქართველოში, მაგრამ როდესაც ოპოზიცია ცდილობს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილზე დამიზნებით დეოლიგარქიზაციის თემა წინ წამოსწიოს, ამას შეიძლება მათთვის სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს, თუკი მთავრობა და ევროპელები ამას სერიოზულად…

დიდი ალბათობით, ეს შეიძლება მათ შეეხოთ. გეტყვით რა ეკრძალებათ მათ, თუ ისინი იდენტიფიცირებული იქნებიან, როგორც ოლიგარქები. პირველი — პოლიტიკური ორგანიზაციების და პარტიების, კანდიდატების მხარდაჭერა, დიდი საპრივატიზაციო ობიექტების შეძენა, პოლიტიკური კამპანიების, შეკრებებისა და დემონსტარციების დაფინანსება. ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად, ოპოზიციის დასასრული მოვა საქართველოში”, – განაცხადა ხელაშვილმა “იმედის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g